ემერიმ პენალტების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერიმ პენალტების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო


ემერიმ პენალტების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

"პსჟ"-ს მცველმა, ტომას მუნიემ განაცხადა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ნეიმარი და ედინსონ კავანი მთავარ პენალტისტებად დანიშნა.

იმისათვის, რათა მინდორზე კამათი აღარ მოხდეს, ბრაზილიელი და ურუგვაელი თერთმეტმეტრიანებს რიგ-რიგობით შეასრულებენ.

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით "ბორდოსთან" (6:2) გამართულ შეხვედრაში ნეიმარმა დუბლი შეასრულა, ერთ-ერთი გოლი კი სწორედ პენალტით გაიტანა.

"მწვრთნელმა ეს საკითხი გადაწყვიტა, პენალტებს რიგ-რიგობით შეასრულებენ", - ციტირებს მუნიეს სიტყვებს Mirror.

"ამჯერად ნეიმარის ჯერი იყო. არბიტრს კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი რომ დაენიშნა, კავანი შეასრულებდა".

შეგახსენებთ, "ლიონთან" (2:0) მატჩში ნეიმარმა და კავანიმ პენალტის შესრულებაზე იჩხუბეს. ურუგვაელმა ბრაზილიელს დარტყმის უფლება არ მისცა, თავად კი მისი გამოყენება ვერ შეძლო. ამის შემდეგ, გუნდის გასახდელში ფეხბურთელებს შორის კონფლიქტიც წარმოიშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები