ფიფამ კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში შესაძლოა ესპანეთი მჩ-დან მოკვეთოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფიფამ კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში შესაძლოა ესპანეთი მჩ-დან მოკვეთოს


ფიფამ კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში შესაძლოა ესპანეთი მჩ-დან მოკვეთოს

ესპანეთის შემადგენლობიდან კატალონიის გამოსვლამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელების მონაწილეობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

როგორც გავლენიანი მადრიდული გამოცემა Marca იტყობინება, არ არის გამორიცხული, ფიფამ ნაკრებს სანქციები დააკისროს, თუ ლა ლიგის ხელმძღვანელობა "ბარსელონას" და სხვა კატალონიურ კლუბებს ესპანეთის ჩემპიონატში თამაშს აუკრძალავს.

საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობამ ეს საკითხი შესაძლოა საფეხბურთო საქმეში სახელმწიფოს ინტერვენციით განიხილოს.

კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმი დღეს, 1 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ესპანეთის ჩემპიონატიდან გამოსვლის შემთხვევაში "ბარსა" მზადაა საფრანგეთში ან თუნდაც ინგლისში იასპარეზოს.

მოგეხსენებათ, 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთი პირველ ადგილს იკავებს. ფინალურ სტადიაზე პირდაპირ მოსახვედრად "ფურია როხას" ალბანეთთან და ისრაელთან გასამართ მატჩებში ოთხი ქულის მოპოვებაც ჰყოფნის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები