ბარსელონა ზამთარში ორ ფეხბურთელს გაყიდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა ზამთარში ორ ფეხბურთელს გაყიდის


ბარსელონა ზამთარში ორ ფეხბურთელს გაყიდის

"ბარსელონა" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავს, იტყობინება ავტორიტეტული კატალონიური გამოცემა Sport.es.

არსებული ინფორმაციით, ესპანელებს ნახევარმცველ არდა თურანთან და მცველ ტომას ვერმაელენთან სურთ განშორება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ორივე ფეხბურთელი მინდორზე ჯერ კიდევ არ გასულა.

ცნობისთვის, თავის დროზე "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" თურქი "ატლეტიკოდან", ხოლო ბელგიელი "არსენალიდან" შეიძინეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები