VIDEO: ბარსელონამ ცარიელი ტრიბუნების წინ იმარჯვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: ბარსელონამ ცარიელი ტრიბუნების წინ იმარჯვა


VIDEO: ბარსელონამ ცარიელი ტრიბუნების წინ იმარჯვა

ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ლას პალმასი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

49-ე წუთზე ანგარიში სერხიო ბუსკეტსმა გახსნა. 70-ე წუთზე კატალონიური გუნდის უპირატესობა ორამდე ლიონელ მესიმ გაზარდა.

77-ე წუთზე არგენტინელმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო წერტილი დასვა.

კატალონიის რეფერენდუმის გამო, ბარსელონაში მცირე არეულობაა, რის გამოც კლუბმა მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ვალვერდეს გუნდმა მარტივად იმარჯვა და "რეალს" დროებით 10 ქულით გაასწრო.

"სამეფო კლუბი" დღეს "ესპანიოლს" უმასპინძლებს.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები