დილას 3 ქულა და ჩაბნელებული თენგიზ ბურჯანაძე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დილას 3 ქულა და ჩაბნელებული თენგიზ ბურჯანაძე


დილას 3 ქულა და ჩაბნელებული თენგიზ ბურჯანაძე

ბოლო 5 ტურში მე-4 მატჩი მოიგო გორის დილამ და სატურნირო ცხრილი საგრძნობლად გაიუმჯობესა. ქართველები საჩხერის ჩიხურასთან გამარჯვების შემდეგ უშულო კონკურენტ ბათუმის დინამოს პლეი აუტის ზონაში 5 ქულით დასცილდნენ. ჩიხურას კი ჩემპიონატში ევროტურნირების საგზურის ბრძოლის იმედი ჩაუმუქდა.

მატჩის ერთადერთი გოლი დასაწყისშივე გავიდა _ საათის მეოთხედზე თენგიზ წიქარიძის დარტყმული ბურთი დინო ჰამზიჩმა კი მოიგერია, მაგრამ ყველას ირაკლი ძარიამ დაასწრო და ბურთი კარში გადაზავნა.

საერთოდ, პირველი ტაიმი შედდარებით მხიარული იყო და ხიფათი ორივე კართან იქმნებოდა. მართალია, მეკარეების თავიანთი ოსტატობის გამოვლინება არ დასჭირვებიათ, რადგან ხან შემტევები სცოდავდნენ, ხანაც მცველები თამაშობდბებ კარგად.

პირველ ნახევარში უფრო მეტი მომენტი ჩიხურას ჰქონდა, რომლის უპირატესობით წარიმართა მეორე ტაიმიც. თუმცა, ზემო იმერელთა შეტევებს უკვე სიმწვავე აკლდა. გაცილებით საინტერესო გორელთა კონტრშეტევები იყო, მაგრამ მეტო გოლი აღარ გასულა.

თენგიზ ბურჯანაძეზე ერთი იაღლიში მაინც მოხდა _ 58-ე წუთზე ელეტროენერგიის მიწოდება შეწყდა და თამაში 8 წუთის შემდეგ განახლდა.

დილა-ჩიხურა 1:0
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
1:0 ძარია (15)

დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, რაზმაძე, წიქარიძე (პედრინიო 67), ნონიკაშვილი (ნუბიო 81), ფანცულაია (გოგატიშვილი 57), აბუბაკარი, კირკიტაძე, კვახაძე, მორასი, ძარია

ჩიხურა: ჰამზიჩი, თორ.გრიგალაშვილი, მირცხულავა, გაბედავა, სარდალიშვილი, კორიფაძე, ივანიშვილი, დობროვოლსკი, კაშია, გორგიაშვილი (ფონიავა 76), დეკანოიძე (ტატანაშვილი 65)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები