VIDEO: მილანი რომასთან დამარცხდა, ინტერმა იმარჯვა, ნაპოლი კვლავ პირველია! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: მილანი რომასთან დამარცხდა, ინტერმა იმარჯვა, ნაპოლი კვლავ პირველია!


VIDEO: მილანი რომასთან დამარცხდა, ინტერმა იმარჯვა, ნაპოლი კვლავ პირველია!

სერია A-ს მე-7 ტურის მატჩში "ნაპოლიმ" "კალიარი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

მე-4 წუთზე ანგარიში ჰამშიკმა გახსნა, მე-40 წუთზე კი მერტენსმა პენალტი გაიტანა. საბოლოო წერტილი 47-ე წუთზე კალიდუ კულიბალიმ დასვა.

ამრიგად, "ნაპოლის" სერია A-ში 7-დან 7 მოგება აქვს და კვლავ ცხრილის სათავეშია.



სიმონე ინძაგის "ლაციომ" "სასუოლო" მიიღო და მეტოქე 6:1 გაანადგურა.

27-ე წუთზე პენალტით ანგარიში ბერარდიმ გახსნა და "სასუოლო" წინ გაიყვანა. 45-ე წუთზე წონასწორობა ალბერტომ აღადგინა.

57-ე წუთზე დე ვრეიმ "ლაციო" წინ გაიყვანა, ზუსტად 1 წუთში კი ალბერტომ დუბლი გაიფორმა.

64 და 69-ე წუთებზე პაროლომ დუბლი გაიფორმა, საბოლოო წერტილი კი იმობილემ 81-ე წუთზე დასვა.



მე-3 ადგილოსანი "ინტერი" "ბენევენტოს" ესტუმრა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მე-19 და 22-ე წუთებზე გოლები მარსელო ბროზოვიჩმა გაიტანა, 42-ე წუთზე კი 1 გოლის გაქვითვა ალესანდრომ შეძლო.



ტურის ცენტრალურ მატჩში "მილანმა" "რომა" მიიღო და 0:2 დამარცხდა.

72-ე წუთზე ანგარიში ედინ ჯეკომ გახსნა, 77-ე წუთზე კი მეორე გოლი "მილანის" კარში ფლორენციმ გაიტანა.



VIDEO: მილანი რომასთან დამარცხდა, ინტერმა იმარჯვა, ნაპოლი კვლავ პირველია!

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები