17 წლამდე ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

17 წლამდე ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა


17 წლამდე ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ბელარუსთან პირველი ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარა. გიორგი ნემსაძის გუნდი მეტოქესთან 1:2 დამარცხდა. ერთადერთი ბურთი საქართველოს ნაკრებიდან ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

მწვრთნელმა თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება: ხარშილაძე, კაპანაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, აბზიანიძე, აზაროვი, შალიკაშვილი, ნონიკაშვილი, დავითაშვილი, გულიაშვილი, კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: ჭავჭანიძე, გიგაშვილი, მოისწრაფიშვილი, ჩარკვიანი, ჯანგველაძე, ქუთათელაძე, ჩოთალიშვილი, ლომთაძე.

მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები დავით პეტრიაშვილი არენაზე 3 ოქტომბერს, 10:00 საათზე გამართავენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები