"ბარსელონას 6 ქულის დაკლებით დაემუქრნენ", - ბართომეუს ოფიციალური განცხადება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსელონას 6 ქულის დაკლებით დაემუქრნენ", - ბართომეუს ოფიციალური განცხადება


"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსე მარია ბართომეუმ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ტარდება, რის გამოც ქალაქებში არეულობაა. "ბარსელონამ" ლა ლიგის კომიტეტს "ლას პალმასთან" მატჩის გადადების თხოვნით მიმართა, რაზეც მკაცრი უარი მიიღო.

"ვწუხვარ იმის გამო, რაც დღეს კატალონიაში მოხდა. ეს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაა.

რაც შეეხება მატჩს, გადადებაზე უარი მივიღეთ და მოედანზე არ გამოსვლის შემთხვევაში ლა ლიგის კომიტეტი, სანქციებით 6 ქულას დაგვაკლებდა", - განაცხადა ბართომეუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები