ბარსელონა ლა ლიგას UEFA-ში და FIFA-ში უჩივლებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა ლა ლიგას UEFA-ში და FIFA-ში უჩივლებს


ბარსელონა ლა ლიგას UEFA-ში და FIFA-ში უჩივლებს

"ბარსელონა" შემდეგ კვირას სარჩელის გამზადებას დაიწყებს და ლა ლიგის კომიტეტს UEFA-ში და FIFA-ში უჩივლებს.

დღეს, "ბლაუგრანამ" "ლას პალმასთან" შეხვედრის გადადება ითხოვა, რაზეც ლა ლიგიდან მკაცრი უარი შეუთვალეს.

კატალონიაში რეფერენდუმი ტარდება, რის გამოც არეულობა იყო. დაშავდა 700-მდე ადამიანი.

ქალაქში შექმნილი არეულობის გამო "ბარსელონამ" შეხვედრის გადადება ითხოვა და რეალური არგუმენტიც ჰქონდა, თუმცა უარი მიიღო.

კლუბში ფიქრობენ, რომ ეს არაჰუმანური საქციელი იყო, რის გამოც ფეხბურთის მმართველ ორგანოში იჩივლებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები