ოჯახი, რომელმაც ბარსელონას მატჩის სანახავად 15 000 კილომეტრი გამოიარა, თუმცა კამპ ნოუზე ვერ შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოჯახი, რომელმაც ბარსელონას მატჩის სანახავად 15 000 კილომეტრი გამოიარა, თუმცა კამპ ნოუზე ვერ შევიდა


ოჯახი, რომელმაც ბარსელონას მატჩის სანახავად 15 000 კილომეტრი გამოიარა, თუმცა კამპ ნოუზე ვერ შევიდა

დღეს, "ბარსელონასა" "ლას პალმასის" შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართა.

კატალონიაში რეფერენდუმს არეულობა მოჰყვა და გუნდში შიშობდნენ, რომ ტრიბუნებზე ქომაგებს ვერ გააკონტროლებდნენ, რის გამოც მატჩის გადადებასაც ითხოვდნენ, თუმცა უარი მიიღეს.

სურათზე ხედავთ ოჯახს, რომლის წევრებმაც "ბარსელონას" მატჩის სანახავად დაახლოებით 15 000 კილომეტრი გამოიარეს, თუმცა იმედგაცრუებულები დარჩნენ.

ისინი "ბარსელონასა" და "ლას პალმასის" შეხვედრისთვის სპეციალურად ავსტრალიიდან ჩაფრინდნენ ესპანეთში.

მათ საბოლოოდ მხოლოდ "კამპ ნოუსთან" მოახერხეს სურათის გადაღება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები