ნეიმარის მამა: "მას ბოლო წამამდე ბარსელონაში დარჩენას ვურჩევდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარის მამა: "მას ბოლო წამამდე ბარსელონაში დარჩენას ვურჩევდი"


ნეიმარის მამა:

ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის მამა აცხადებს, რომ ის მის შვილს "ბარსელონაში" დარჩენას ურჩევდა.

"სანამ ნეიმარი პსჟ-ში გადავიდოდა, ბოლო წამამდე ვეუბნებოდი, რომ ბარსელონაში უნდა დარჩენილიყო, თუმცა მან გარისკა.

ნეიმარისთვის ეს გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა ჩვენ მის აზრს მხარი დავუჭირეთ.

ნეიმარის მიზანი ოქროს ბურთის მოგება არ არის. მან გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, 5 წელი გვაქვს იმისთვის, რომ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ", - აცხადებს ნეიმარის მამა.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნეიმარი პარიზულ გუნდში რეკორდულ თანხად - 222 მილიონ ევროდ გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები