მორატა, კარვახალი და ინიესტა ესპანეთის ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოტოვებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორატა, კარვახალი და ინიესტა ესპანეთის ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოტოვებენ


მორატა, კარვახალი და ინიესტა ესპანეთის ნაკრების უახლოეს მატჩებს გამოტოვებენ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა საიტმა გულშემატკივრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით გასამართი მატჩების წინ შესაძლო ცვლილებებზე აცნობა.

შეგახსენებთ, ესპანელები ალბანეთს (6 ოქტომბერი) და ისრაელს (9 ოქტომბერი) დაუპირისპირდებიან.

აღნიშნულ მატჩებს სამი ფეხბურთელი გამოტოვებს: "რეალის" მცველი, დანი კარვახალი, "ბარსელონას" ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა და "ჩელსის" ფორვარდი, ალვარო მორატა.

აღინიშნება, რომ კარვახალს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და, დიდი ალბათობით, თვენახევარს გამოტოვებს. ინიესტა მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო 10 დღეს იუქმებს, მორატას კი ასევე კუნთები აწუხებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები