ვენგერმა ფერგიუსონის რეკორდი დაამხო! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვენგერმა ფერგიუსონის რეკორდი დაამხო!


ვენგერმა ფერგიუსონის რეკორდი დაამხო!

ინგლისის ჩემპიონატის მე-7 ტურის ეგიდით "ბრაიტონთან" გამართულ შეხვედრაში "არსენალმა" დამაჯერებლად იმარჯვა - 2:0.

აღნიშნული მეტოქე "მეთოფეთა" თავკაც არსენ ვენგერისთვის პრემიერ ლიგაში მუშაობის მანძილზე 45-ე გამოდგა.

ამ მაჩვენებლით ვენგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონს გადაასწრო. შოტლანდიელის "წითელ ეშმაკუნებს" პრემიერ ლიგაში 44 გუნდის წინააღმდეგ უთამაშიათ.

ამ ეტაპზე, ცნობისთვის, "არსენალი" სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები