მასკერანო - ბარსას ისტორიაში მეოთხე ლეგიონერი, რომელმაც ჩემპიონატში მე-200 მატჩი ჩაატარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მასკერანო - ბარსას ისტორიაში მეოთხე ლეგიონერი, რომელმაც ჩემპიონატში მე-200 მატჩი ჩაატარა


მასკერანო - ბარსას ისტორიაში მეოთხე ლეგიონერი, რომელმაც ჩემპიონატში მე-200 მატჩი ჩაატარა

"ბარსელონას" მცველ ხავიერ მასკერანოსთვის ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ლას პალმასთან" (3:0) გამართული მატჩი ლიგაში მე-200 აღმოჩნდა.

33 წლის ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ისტორიაში მე-4 ლეგიონერი გახდა, რომელმაც აღნიშნულ ნიშნულს მიაღწია.

ცნობისთვის, ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ლიდერი ფორვარდი, ლიონელ მესია (389). მეორე ადგილს იკავებს კლუბის ყოფილი ბრაზილიელი მცველი, დანი ალვეში (247), მესამე პოზიციაზე კი ჰოლანდიელი ნახევარმცველი, ფილიპ კოკუა (205).

აქვე შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ბარსელონა" სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს (7 მატჩი, 7 მოგება - 21 ქულა).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები