ჩელსი რუმინელ ნახევარმცველს 100 მლნ ევროდ შეიძენს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩელსი რუმინელ ნახევარმცველს 100 მლნ ევროდ შეიძენს?


ჩელსი რუმინელ ნახევარმცველს 100 მლნ ევროდ შეიძენს?

"ჩელსიმ" შეიძლება "სტიაუას" ნახევარმცველი, ფლორინელ კომანი შეიძინოს, იუწყება Daily Mail.

აღინიშნება, რომ გუნდის ტენქიკური დირექტორი, მაიკლ ემენალო 19 წლის ფეხბურთელს ბუქარესტის "დინამოსთან" (1:0) გამართულ მატჩში დააკვირდა.

კომანი "სტიაუაში" ამა წლის აგვისტოს "ვიიტორულიდან" 2 მილიონ ევროდ გადავიდა. კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლამდე აკავშირებს, გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონ ევროს შეადგენს.

ამ სეზონში ახალგაზრდა შუახაზელმა ეროვნულ ჩემპიონატში 10 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე პასით გამოიჩინა. გასული სეზონი მისთვის კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა - 6 გოლი ჩატარებულ 28 შეხვედრაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები