კონტე: "იტალიაში უფრო ადვილია ტიტულის დაცვა, ვიდრე ინგლისში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტე: "იტალიაში უფრო ადვილია ტიტულის დაცვა, ვიდრე ინგლისში"


კონტე:

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ინგლისის ჩემპიონატი იტალიურზე რთულია.

მისი თქმით, იტალიაში ლიდერები ბევრ ფეხბურთელს ყიდიან.

"პრემიერ ლიგაში ნებისმიერი გუნდისთვის რთულია ტიტულის დაცვა", - ციტირებს კონტეს სიტყვებს The Telegraph.

"იტალიაში "იუვენტუსთან" ერთად გავხდი ჩემპიონი, "მილანისგან" კონკურენციას ველოდი. თუმცა, იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა "პსჟ"-ში გაყიდეს და სუსტები გახდნენ".

"ზედიზედ მეორედ სკუდეტოს მოგება ადვილი არ იყო, თუმცა იმაზე ადვილი იყო, ვიდრე პირველის მოგება. რაც შეეხება ინგლისს, გასულ სეზონთან შედარებით ტოპ კლუბები ძლიერები არიან", - დასძინა ანტონიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები