ლა ლიგაში რონალდუს უგოლო სერია გრძელდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლა ლიგაში რონალდუს უგოლო სერია გრძელდება


ლა ლიგაში რონალდუს უგოლო სერია გრძელდება

"რეალის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურში "ესპანიოლთან" (2:0) მატჩში თავის გამოჩენა ვერ შეძლო, ეროვნულ არენაზე უგოლო სერია სამ მატჩამდე გაზარდა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა ლა ლიგის საწყისი 4 ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, რონალდუმ ეროვნულ ჩემპიონატში იმ ფეხბურთელებზე მეტჯერ დაარტყა, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუტანია (22 დარტყმა, 4 ზუსტი).

ამასთანავე, შეგახსენებთ, სეზონში ჩატარებულ სხვა ოთხ მატჩში (უეფას სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა) კრიშტიანუს ანგარიშზე 5 გოლია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები