"ბარსელონას" თავდამსხმელს, ლუის სუარესს "ლას პალმასთან" (3:0) გამართულ მატჩში გაფუჭებულ მომენტზე ემოციური რეაქცია ჰქონდა.
ურუგვაელი მეტოქე გუნდის მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა კარს ააცილა. განრისხებულმა ფორვარდმა ამის გამო მაისური შემოიხია.
შეგახსენებთ, აღნიშნული მატჩი სრულად ჩატარდა, თუმცა გულშემატკივრების გარეშე. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კატალონიაში შექმნილი არეულობის გამო მატჩი გადაიდებოდა.
მოგეხსენებათ, რეგიონში დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი ტარდება. ესპანეთის მთავრობის აზრით, უკანონობას აქვს ადგილი, ამიტომაც ამან პოლიციასთან მოქალაქეთა დაპირისპირება გამოიწვია.
იხილეთ ფოტო