გვარდიოლა: "მანჩესტერ იუნაიტედი უკვე გახდა მოურინიოს გუნდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "მანჩესტერ იუნაიტედი უკვე გახდა მოურინიოს გუნდი"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჟოზე მოურინიოს მუშაობა აღნიშნა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, პორტუგალიელმა "წითელი ეშმაკუნები" თავის გუნდად უკვე აქცია.

"მოურინიოსთან ერთად "ემიუ" ყოველთვის ხისტი გუნდი იქნება", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს BBC.

"უკვე ვხედავთ, რომ "იუნაიტედი" მოურინიოს გუნდია. იგებენ, კონტრშეტევებზე სწრაფები არიან და თითოეულ თამაშში ამტკიცებენ, თუ რა შეუძლიათ", - დასძინა "ქალაქელთა" მწვრთნელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები