სპალეტი: "ქულებს არავინ გვჩუქნის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სპალეტი: "ქულებს არავინ გვჩუქნის"


სპალეტი:

მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი, მიიჩნევს, რომ მის გუნდს გამარჯვების მოსაპოვებლად ყოველ ტურში რთული ბროლის გადატანა უწევს.

"ბიჭებს შეუძლიათ, რომ შედეგით აიამაყონ, ვინაიდან ქულებს არცერთი გუნდი არ გვჩუქნის. ყველა გამარჯვება დამსახურებულად მოვიპოვეთ.

ფეხბურთელებისთვის გამარჯვებულის მენტალიტეტის ჩამოყალიბება საკმაოდ რთულია და ამ კუთხით კიდევ გვაქვს სამუშაო. აგრეთვე, ოსტატობის მხრივაც უნდა მოვუმატოთ.

კმაყოფილი ვარ ჩვენი გუნდის თითოეული მოთამაშის გარჯით. გარდა ამისა, "ინტერის" შემადგენლობაში 5 მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომელიც საერთო დონეს მაღლა წევს.

მიუხედავად იმისა, რომ როტაციისათვის ცოტა არჩევანი გვაქვს, გამარჯვებების მოპოვებას მაინც ვაგრძელებთ", - აღნიშნა სპალეტიმ.

"ნერაძურიმ" გუშინ, იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში, სტუმრად ახალწვეული "ბენევენტო" მინიმალური ანგარიშით (2:1) დაამარცხა და 19 ქულა დააგროვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლუჩიანო სპალეტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები