რიბერიმ მყესები გაიწყვიტა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რიბერიმ მყესები გაიწყვიტა


რიბერიმ მყესები გაიწყვიტა

დადგინდა, რომ "ბაიერნის" ნახევარმცველს, ფრანკ რიბერის მარცხენა მუხლის მყესები აქვს გაწყვეტილი, იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

ფრანგმა აღნიშნული ტრავმა ბუნდესლიგის მე-7 ტურში "ჰერტასთან" (2:2) გამართულ მატჩში მიიღო.

მიუხედავად დაზიანების სირთულისა, აღინიშნება, რომ რიბერის ოპერაცია არ ჩაუტარდება.

უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში ფრანგს კონსერვატიული მკურნალობის გავლა მოუწევს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ფრანკმა სამ თვემდე იუქმოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები