ბალოტელი: "პენალტის დარტყმის არ შემშინებია, იდიოტებო!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბალოტელი: "პენალტის დარტყმის არ შემშინებია, იდიოტებო!"


ბალოტელი:

"ნიცას" ცენტრალური თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, მისდამი აგორებულმა ჭორებმა გააღიზიანა და კრიტიკოსებს მკაცრად უპასუხა.

"არ ღირს იმის თქმა, რომ პენალტის დარტყმის შემეშინდა, ვინაიდან ნიშნულიდან უფრო სტრესულ მდგომარეობაშიც გამიტანია. უბრალოდ მინდოდა, რომ თანაგუნდელებს დავხმარებოდი, რომელთაც თამაში არ მისდიოდათ.

თუ ვინმე ამას სერიოზულად ამბობს, ესეიგი, მას ჩემი თამაში არასოდეს უნახავს...იდიოტები!", - აღნიშნა იტალიელმა ფორვარდმა.

"ნიცამ" საკუთარი მეტოქე შინ 4:2 დაამარცხა და შეხვედრის ბოლოს დანიშნული პენალტი რატომღაც არა ბალოტელიმ, არამედ პლეამ შეასრულა და თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ამის გამო კი მარიოს დაუპირისპირდნენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნიცა მარიო ბალოტელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები