მონჩი: "რომა სწორ გზაზეა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონჩი: "რომა სწორ გზაზეა"


მონჩი:

"რომას" სპორტული დირექტორი, მონჩი, აცხადებს, რომ "მილანთან" გამარჯვება რომაული კლუბის სწორ სვლაზე მიუთითებს.

"მილანიდან" მარკო ფასონესა და მასიმილიანო მირაბელის ვესაუბრე. მნიშვნელოვანია თამაში, ხოლო კრიტიკა ჩემი მისამართით უკვე წარსულს ჩაბარდა.

ჩვენ უკან არ ვიყურებით, რადგან სწორ გზაზე ვართ, მაგრამ ჯერ კიდევ მოსამატებელი გვაქვს. "რომას" ხელმძღვანელობა ეუსებიო დე ფრანჩესკოს ენდობა", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

"მგლებმა" მილანური კლუბი "სან-სიროზე" 2:0 დაამარცხეს და სერია ა-ს საწყისი 6 თამაშიდან 5 მოიგეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა მონჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები