ესპანეთში მიმდინარე მოვლენები: რა პრობლემის წინაშე დგება ესპანეთი და FIFA? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ესპანეთში მიმდინარე მოვლენები: რა პრობლემის წინაშე დგება ესპანეთი და FIFA?


ესპანეთში მიმდინარე მოვლენები: რა პრობლემის წინაშე დგება ესპანეთი და FIFA?

მსოფლიოს მედიასივრცე ესპანეთში მიმდინარე მოვლენებზეა გადართული. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთში არსებულ ავტონომიურ რესპუბლიკაში - კატალონიაში დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან და ამ თემასთან დაკავშირებით რეფერენდუმიც ჩატარდა. რა თქმა უნდა, მასში უამრავი ცნობილი ადამიანი ჩაერთო. ინტერნეტში "ბარსელონას" მცველის, ჟერარ პიკეს განცხადება გავრცელდა. ჩვენ ბოლო დროს მცველის მხრიდან სახალისო განცხადებებს მივეჩვიეთ, თუმცა თუ ფეხბურთელის ემოციური მდგომარეობით ვიმსჯელებთ, მივხვდებით, თუ რამდენად სერიოზულ თემას შეეხო ესპანელი ფეხბურთელი.

პიკე ცალსახად ეთანხმება კატალონიის დამოუკიდებლობას, რაც მის განცხადებაშიც ჩანს. მიუხედავად ამისა, ამ პოზიციის დაკავების შემდეგ, ესპანელ მოთამაშეს საკმაოდ ბევრი რამის დათმობა მოუწევს. ისტორიაში ამა თუ იმ ეროვნულ ნაკრებს არა ერთი ლეგიონერი ჰყოლია და ახლაც, საფრანგეთის ან გერმანიის შემადგენლობებს რომ გადავხედოთ, სუფთა სისხლის ფრანგს ან გერმანელს ცოტას თუ შევამჩნევთ. პიკე კი ესპანეთის ნაკრებში ლეგიონერის სტატუსით ასპარეზობაზე უარს ამბობს და მზადაა, რომ "ფურია როხა" დატოვოს.

ესპანეთში გამართული რეფენდერუმის თაობაზე პიკემ შემდეგნაირი განცხადება გაავრცელა:

"არჩევნებში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. შენ შეგიძლია ხმა კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირო ან ფურცელი ცარიელი დატოვო. მთავარი ის არი, რომ ჩვენ ამის უფლება გვაქვს. ესპანეთში ხალხი არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოპოვებისთვის წლების განმავლობაში იბრძოდა, ახლა კი ჩვენ ამის უფლება გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენ კანონი უნდა დავიცვათ.

ესპანეთში მიმდინარე მოვლენები: რა პრობლემის წინაშე დგება ესპანეთი და FIFA?

მე საკუთარ თავს კატალონიელად ვთვლი. ამგვარად, ხმას ჩემი ხალხისთვის ვაძლევ. ვამაყობ ჩემი ხალხით, რომელიც უკვე წლებია, რაც მამაცურად იბრძვის ამ მომენტისთვის. არანაირი აგრესია - თუმცა, მათ პოლიციელები ჩართეს საქმეში. მსგავსი რამის უფლება ნამდვილად არ აქვთ.

ვფიქრობ, რომ შემიძლია ესპანეთის ნაკრებში თამაში. მე მჯერა, რომ ესპანელ ხალხს დემოკრატიის ღირებულება კარგად ესმით. ფედერაციას მინდა მივმართო, რომ მე არც პრობლემას წარმოვადგენ არც  ვქმნი. უბრალოდ ვამთავრებ სანაკრებო კარიერას 2018 წლამდე.

ითამაშებ თუ არა ეროვნულ ნაკრებში - ეს შენს პატრიოტობაზეა დამოკიდებული. ვინც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს ის ნამდვილი პატრიოტია? არა, ეს ასე არ არის. არიან ნატურალიზებული მოთამაშეები, რომლებიც ესპანეთში არ დაბადებულან, ისინი ესპანელები არ არიან. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში თამაში პატრიოტიზმის კონკურსი ნამდვილად არ არის.

რეფერენდუმს იურიდიულად სერიოზული ძალა არ აქვს. კატალონიელები მართლაც იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის და ამისთვის არაფერს იშურებენ, თუმცა ესპანეთი თავის მხრივ, სიტუაციას ართულებს და საქმეში პოლიციას რთავს. ისინი მთელი ძალებით ცდილობენ კატალონიელებს წარმოდგენა შეუცვალონ და ამას არა დიპლომატიურად და დემოკრატიულად, არამედ ძალიან უხეშად აკეთებენ.

რეფერენდუმი აიკრძალა, 14 კატალონიელი ჩინოვნიკი კი ციხეში ჩასვეს. ბარსელონაში სიტუაციის გასაკონტროლებლად ჯარი შეიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები დამოუკიდებლობის დათმობას არაფრის ფასად არ აპირებენ, რეალური ძალაუფლება ესპანეთს უჭირავს და სამეფო ამ ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ჯერჯერობით არაფრის დიდებით არ უშვებს.

ესპანეთში მიმდინარე მოვლენები: რა პრობლემის წინაშე დგება ესპანეთი და FIFA?

პიკეს განცხადება ყველამ სწორად მიიღო, თუმცა არ არსებობს განცხადება, რომელსაც კრიტიკა არ მოჰყვება. კატალონიელთა ნაწილი პიკეს ემოციურ მდგომარეობას აკრიტიკებენ, რადგან ესპანეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას ფეხბურთელი არც ისე მტკიცედ აცხადებს. 

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ალფონსო დასტისი აქვე დასძენს: "რეფერენდუმი - დიქტატორების იარაღია. მან კატალონიელები გადატრიალების მცდელობაშიც დაადანაშაულა და საქმეში პოლიციის ჩართვა სიმშვიდის შენარჩუნებას მიაწერა.

იმ შემთხვევაში, თუ კატალონიელები დამოუკიდებლობას მართლაც მოიპოვებენ, ესპანეთს, რა თქმა უნდა, ფინანსური და ტერიტორიული პრობლემები შეექმნება, ხოლო ლა ლიგას კი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი - "ბარსელონა" გამოაკლდება. პრობლემები ფიფა-საც ექნება, რადგან კატალონიელთა ნაწილი ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს იტყვის და შესაძლოა ფიფა-ში ახალი ეროვნული გუნდიც დარეგისტრირდეს.

პიკემ რეფერენდუმში კატალონიის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი და ეს გადაწყვეტილება მან თავის განცხადებაში აბსოლუტურად ყველა დეტალში ახსნა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ხულენ ლოპეტეგიმ პიკეს ესპანეთის ნაკრების გულიც კი უწოდა. ხოლო სერხიო რამოსმა, კი თავის სტილში გააკეთა კომენტარი, თუმცა ბევრი მის კომენტარში დიდი დოზით პოლიტიკას ხედავს და არა ფეხბურთს: "რეფერენდუმში დამოუკიდებლობისთვის ხმის მიცემა არ არის კარგი გზა იმისათვის, რომ აღარ გისტვენდნენ"

ნიკა ნოზაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები