ანჩელოტი 2018 წლის ზაფხულამდე დაისვენებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი 2018 წლის ზაფხულამდე დაისვენებს


ანჩელოტი 2018 წლის ზაფხულამდე დაისვენებს

მიუნხენის "ბაიერნის" აწყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, დაანონსა, რომ უახლოეს პერიოდში ახალი კლუბის ჩაბარებას არ გეგმავს.

"მე უახლოესი 10 თვის განმავლობაში დავისვენებ, ასე რომ, არანაირი ახალი კლუბის ჩაბარებას არ ვაპირებ.

"ბაიერნის" ლიდერებთან კონფლიქტი? ალბათ უმჯობესი იქნება თუ გავჩუმდები", - აღნიშნა 58 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.

კარლო ანჩელოტიმ მიმდინარე სეზონის სუსტი სტარტის გამო გერმანული გრანდი გასული კვირის ბოლოს დატოვა და პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს, მაგრამ იტალიელი ჯერ დასვენებას გეგმავს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი კარლო ანჩელოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები