საკიმ მილანს ორი წლის წინ სარისა და დიბალას დამატება ურჩია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საკიმ მილანს ორი წლის წინ სარისა და დიბალას დამატება ურჩია


საკიმ მილანს ორი წლის წინ სარისა და დიბალას დამატება ურჩია

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა, არიგო საკიმ, თავის ყოფილ კლუბს საჭირო რჩევები მისცა.

"მე "მილანის" ყოფილ გენერალურ დირექტორ ადრიანო გალიანისთან და პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონისთან მქონდა საუბარი.

მათ ვუთხარი, რომ სარი მოეყვანათ, მაგრამ სილვიომ ამაზე ბევრი იფიქრა და საბოლოოდ ინანა. ბერლუსკონი უბრალოდ საუკეთესო პრეზიდენტი იყო, როგორც იტალიაში, ისე მსოფლიოში. ის ყოველთვის საუკეთესო არჩევანს აკეთებდა.

გარდა ამისა, "მილანს" დიბალას დამატებასაც ვურჩევდი. ის ძალიან ჭკვიანი და ძლიერი ფეხბურთელია", - აღნიშნა საკიმ.

მაურიციო სარიმ 2015 წლის ზაფხულში "ნაპოლი" ჩაიბარა და იქ ჩინებულად მუშაობს, დიბალა კი იმავე წელს "იუვენტუსმა" "პალერმოდან" შეიძინა და პაულო ახლა "ბებერი ქალბატონის" ლიდერია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები