მეტცელდერი ბაიერნს კლოპის მოყვანას ურჩევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მეტცელდერი ბაიერნს კლოპის მოყვანას ურჩევს


მეტცელდერი ბაიერნს კლოპის მოყვანას ურჩევს

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი, კრისტოფ მეტცელდერი, მიიჩნევს, რომ ახლა "ბაიერნს" იურგენ კლოპი ძალიან მოუხდებოდა.

"ზაფხულიდანვე ჩანდა, რომ ანჩელოტის ძალიან გაუჭირდებოდა გუნდის გაცოცხლება მას შემდეგ, რაც ფილიპ ლამმა და ხაბი ალონსომ კარიერა დაასრულეს. მან გუნდის რეინკარნაცია ვერ მოახერხა.

ვფიქრობ, ანჩელოტი თავისივე როტაციაში დაიკარგა და ამის ნათელი შედეგი ოთხშაბათს პარიზში ვიხილეთ.

ჩემი აზრით, იურგენ კლოპი "ბაიერნისთვის" მზად არის და იგი იდეალური ვარიანტია. მას შეუძლია, რომ თანამედროვე სტანდარტებით გუნდში საჭირო ბალანსი დაამყაროს.

იულიან ნაგელსმანი? ის უდავოდ ძალიან დიდი ტალანტის მქონე მწვრთნელია, მაგრამ "ბაიერნის" დონე გაცილებით მაღალია", - აღნიშნა მეტცელდერმა.

იურგენ კლოპი ახლა "ლივერპულის" დამრიგებელია და ინგლისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები