ხედირა: "ტუხელი ბაიერნს შეეფერება"
თარიღი: ოქტომბერი 2, 2017, 23:08
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" საყრდენმა ნახევარმცველმა, სემი ხედირამ, მიუნხენურ კლუბს მთავარი მწვრთნეის პოსტზე თომას ტუხელის დანიშვნა ურჩია.
"თომასს ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან ვიცნობ. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, რომელსაც ფეხბურთი ფანტასტიკურად ესმის. ვფიქრობ, თავისი საფეხბურთო კონცენფციით ტუხელი "ბაიერნს" კარგად მოერგება", - აღნიშნა ხედირამ.
გასული კვირის ბოლოს, "პარი სენ ჟერმენთან" გამანადგურებელი მარცხის (0:3) შემდეგ "ბაიერნმა" კარლო ანჩელოტი გაათავისუფლა და ახლა მისი შემცვლელის ძიებაშია.
უკანასკნელი ინფორმაციით, ყველაზე ახლოს "რეკორდმაისტერის" სამწვრთნელო სკამთან სწორედ 44 წლის გერმანელი სპეციალისტია, რომელიც ახლა თავისუფალია.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE