კლოზე: "ბუნდესლიგაში მუშაობა ჩემი ოცნებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოზე: "ბუნდესლიგაში მუშაობა ჩემი ოცნებაა"


კლოზე:
გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, ლეგენდარულმა მიროსლავ კლოზემ, აღნიშნა, რომ სამწვრთნელო კარიერის დაწყება სურს.

"გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატამდე დავრჩები, შემდეგ კი ვნახოთ რა მოხდება. მე საკუთარი მიზნები მაქვს და მათი მიღწევა მსურს.

სამწვრთნელო კარიერის დაწყება მინდა და ჩემი ოცნება ბუნდესლიგაში მუშაობაა. ვფიქრობ, გერმანიის ჩემპიონატში ახალგაზრდებთან მუშაობის გარდა კიდევ ბევრ რამეზე კეთდება აქცენტი და სამწვრთნელო საქმიანობა გერმანიაში საკმაოდ მრავალფეროვანია", - განაცხადა მირო კლოზემ.

39 წლის გერმანელი ახლა "ბუნდესთიმის" სამწვრთნელო შტაბის წევრია და გაისად სამწვრთნელო ლიცენზიასაც აიღებს, რის შემდეგაც გუნდების გაწვრთნა დამოუკიდებლად შეეძლება.
ასევე იხილეთ თემაზე:
მიროსლავ კლოზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები