ეფენბერგმა ანჩელოტი დაიცვა და ბაიერნი გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ეფენბერგმა ანჩელოტი დაიცვა და ბაიერნი გააკრიტიკა


ეფენბერგმა ანჩელოტი დაიცვა და ბაიერნი გააკრიტიკა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლეგენდარულმა შტეფან ეფენბერგმა, კარლო ანჩელოტის გათავისუფლების გამო გერმანული გრანდი გააკრიტიკა.

"ჰიონესის სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ეს მიუღებელია. სამწუხაროა, რომ ფეხბურთელებს ასეთი ძალაუფლება ეძლევათ.

ჩემი აზრით, ბოსები ზოგჯერ ძალიან მარტივ გადაწყვეტილებებს ღებულობენ. ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, მთავარი მწვრთნელი. თუმცა, ამავდროულად, "ბაიერნის" მფლობელებმა მასზე აქცენტი თავად გააკეთეს.

ასე, რომ კითხვა ული ჰიონესსა და კარლ-ჰაინც რუმენიგეს უნდა დაუსვათ. ყველაფერზე ისინი არიან პასუხისმგებლები", - განაცხადა ეფემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები