საფრანგეთის ლიგა 1-ს ოქროს ბუცის კოეპიციენტი შეეცვალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფრანგეთის ლიგა 1-ს ოქროს ბუცის კოეპიციენტი შეეცვალა


საფრანგეთის ლიგა 1-ს ოქროს ბუცის კოეპიციენტი შეეცვალა
2017-2018 წლების სეზონიდან საფრანგეთის ლიგა 1-ს ევროპის ოქროს ბუცის კოეფიციენტი შეეცვალა.

გასულ სეზონებში ფრანგულ ჩემპიონატში გატანილი გოლი 1.5 კოეფიციენტით ფასდებოდა, ახალი სეზონიდან კი 2.0 კოეფიციენტით შეფასდება.

გაცნობებთ, რომ 2016-2017 წლების სეზონში ევროპის ოქროს ბუცი ლიონელ მესიმ მოიგო, რომელმაც ლა ლიგაში 35 გოლი გაიტანა და 70 ქულა დააგროვა.

35 გოლი ჰქონდა გატანილი ედინსონ კავანისაც, ლიგა 1-ში, თუმცა ლა ლიგისგან განსხვავებით საფრანგეთის ჩემპიონატის კოეფიციენტი 1.5 იყო, რის გამოც ის მე-7 ადგილს დასჯერდა.

ამრიგად, ოქროს ბუცისთვის 2.0 კოეფიციენტი ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის და პორტუგალიის ჩემპიონატებს ექნებათ.

გასული სეზონის შედეგები:

1. ლიონელ მესი, ბარსელონა - 35 გოლი - 70 ქულა

2. ბას დოსტი, სპორტინგი - 31 გოლი - 62 ქულა

3. რობერტ ლევანდოვსკი, ბაიერნი - 30 გოლი, 60 ქულა

4. პიერ ემერიკ ობამეიანგი, დორტმუნდი - 29 გოლი, 58 ქულა

5. ლუის სუარესი, ბარსელონა - 28 გოლი, 56 ქულა

6. ედინ ჯეკო, რომა - 27 გოლი - 54 ქულა

7. ედინსონ კავანი, პსჟ - 35 გოლი - 52.5 ქულა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები