გვარდიოლა პოლიციის წინააღმდეგ: "პოლიცია რითი დაშავდა? ხმების მიცემით?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა პოლიციის წინააღმდეგ: "პოლიცია რითი დაშავდა? ხმების მიცემით?"


გვარდიოლა პოლიციის წინააღმდეგ:
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კატალონიის რეფერენდუმზე საუბრობს.

კატალონიის მხარეში რეფერენდუმს არეულობა მოჰყვა. სამართალდამცავებმა საარჩევნო უბნები დაარბიეს და მოსახლეობას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

თუმცა, მადრიდში ამბობდნენ, რომ პირიქით პოლიციელები იყვნენ დაზარალებულები.

"კატალონიელებს არ გვსურს, რომ ესპანელები ფიქრობდნენ, თითქოს ჩვენ ეს ქვეყანა არ მოგვწონს.

ესპანეთი გასაოცარი ქვეყანაა, კულტურით, ქალაქებით და სპორტით.

თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ კატალონიაში ცხოვრობს საზოგადოება, რომელთაც სურთ, საკუთარი მომავალი თავად გადაწყვიტონ.

ოფიციალური მადრიდი ცდილობს, რომ რეალობა დამალოს და ამისთვის მედიას იყენებს. გუშინ, გამოცემა El Paris-ში წავიკითხე, რომ თითქოს კატალონიაში პოლიციის ოფიცრები იყვნენ დაშავებულები.

რით დაშავდნენ ისინი, ხმების მიცემით?" - განაცხადა გვარდიოლამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები