ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები პიკესგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები პიკესგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან


ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები პიკესგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ ეროვნულ ნაკრებში მცირე არეულობაა.

კერძოდ კი, ფეხბურთის ფედერაციას, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს სურთ, რომ ხერარდ პიკემ გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მალე მიიღოს.

"ბარსელონას" მცველმა "ლას პალმასთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის მზად არის ნაკრებიდან წავიდეს.

პიკე კატალონიის არჩევნებზე იმყოფებოდა, რასაც პუბლიკის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა და ეს მის მდგომარეობას, ნაკრებში კიდევ უფრო გაართულებს.

პიკეს არ უთქვას, რომ ის ნაკრებიდან წავიდა, თუმცა თქვა, რომ მზად არის წავიდეს.

ჯერ-ჯერობით სიტუაცია არეულია და პუბლიკა ელის, რომ მცველმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები