MARCA: არგენტინაში მესისთვის იდეალურ პარტნიორს უხმეს
თარიღი: ოქტომბერი 2, 2017, 23:44
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ ეროვნულ გუნდში ფერნანდო გაგო მიიწვია.
31 წლის ნახევარმცველი ბოლოს ნაკრებში 2015 წელს იყო გამოძახებული.
MARCA წერს, რომ "ბოკა ხუნიორსის" ფეხბურთელი ლიონელ მესისთვის იდეალური პარტნიორია. ისინი წლების განმავლობაში თამაშობდნენ ეროვნულ გუნდში გვერდი-გვერდ და ტაქტიკაში კარგად უგებენ.
შეგახსენებთ, რომ გაგო 2007-2012 წლებში მადრიდის "რეალის" ღირსებას იცავდა, 2013 წელს კი არგენტინაში დაბრუნდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში 6 ოქტომბერს არგენტინა პერუს მასპინძლობს, 11 ოქტომბერს კი ეკვადორს სტუმრად ხვდება.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE