რონალდუმ მამამისზე პოსტი გამოაქვეყნა: "გილოცავ მამა, გილოცავ ბაბუ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუმ მამამისზე პოსტი გამოაქვეყნა: "გილოცავ მამა, გილოცავ ბაბუ"


რონალდუმ მამამისზე პოსტი გამოაქვეყნა:

კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში მამამისზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა.

ფოტოზე ის და მისი სამი შვილი იმყოფება. რონალდუმ სურათი მამამისის პორტრეტთან გადაიღო და შემდეგი წარწერა გაუკეთა:

"შენ ყოველთვის ჩვენთან იქნები. გილოცავ მამა, გილოცავ ბაბუ", - წერს ის.

შეგახსენებთ, რომ ხოსე დინის ავეირო 2005 წლის 7 სექტემბერს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რონალდუმ წარსულში თქვა, რომ მამამისი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო, რამაც საბოლოოდ ის სიკვდილამდე მიიყვანა.

"მამაჩემი ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი იყო. ის არ ყოფილა ისეთი მამა, როგორზეც ვოცნებობდი. რა თქმა უნდა, მიყვარდა, თუმცა კარგი ურთიერთობა არ გვქონდა", - ამბობდა პორტუგალიელი.

რონალდუმ მამამისზე პოსტი გამოაქვეყნა: "გილოცავ მამა, გილოცავ ბაბუ"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები