პეტრ ჩეხი კმაყოფილია: "თუ თამაშს ასე გავაგრძელებთ, გულშემატკივრის გულს მოვიგებთ"
თარიღი: ოქტომბერი 3, 2017, 03:11
ლონდონის "არსენალის" ჩეხი მეკარე პეტრ ჩეხი თავისი გუნდის ბოლო დროინდელი ფორმით ძალიან კმაყოფილია.
ბოლო პერიოდში მეთოფეებმა მოუმატეს, რის შედეგადაც, ბოლო 4 მატჩიდან 3 მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს.
"ჩვენ ყველაფერს ძალიან კარგად ვაკეთებთ და თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენი გულშემატკივრის გულს კიდევ ერთხელ მოვიგებთ.
შინ თამაში ჩვენთვის განსაკუთრებულია. შეიძლება, ქომაგი იმედგაცრუებული იყოს, მაგრამ მაინც ბოლომდე გვიჭერდეს მხარს", - აცხადებს ჩეხი.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE