კონტე: "იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებს შორის ერთი განსხვავებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კონტე: "იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებს შორის ერთი განსხვავებაა"


კონტე:

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ერთმანეთს იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატები შეადარა.

"წელს ჩელსი კარგად თამაშობს, თუმცა პრემიერ ლიგის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოგება ურთულესი ამოცანაა, რადგან აქ დიდი კონკურენციაა.

სწორედ ეს განსხვავებაა ინგლისსა და იტალიას შორის - სერია ა-ში იუვენტუსთან ერთად ტიტული ზედიზედ 2-ჯერ მოვიგე, თან მარტივად, რადგან ის კონკურენცია არ არის.

გასულ სეზონში ჩელსიმ საოცრად ითამაშა, რადგან პრემიერ ლიგაში მაშინაც ძლიერი გუნდები იყვნენ, მაგალითად, მანჩესტერ სიტი. ჩვენ ეს ტიტული დავიმსახურეთ", - აცხადებს კონტე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები