ნავასმა რონალდუ დაიცვა: "მას გოლები არ გააქვს, სამაგიეროდ გუნდს დაცვაში ეხმარება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნავასმა რონალდუ დაიცვა: "მას გოლები არ გააქვს, სამაგიეროდ გუნდს დაცვაში ეხმარება"


ნავასმა რონალდუ დაიცვა:

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ სეზონი ცუდად დაიწყო და ჯერჯერობით, მას ლა ლიგაში გოლი გატანილი არ აქვს.

მას შემდეგ, რაც რონალდუს მიმართ დიდი კრიტიკა წამოვიდა, კომენტარი "რეალის" მეკარემ კეილორ ნავასმა გააკეთა.

"რონალდუს გოლები არ გააქვს, სამაგიეროდ, გუნდისთვის ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს - ეხმარება მცველებს, აკეთებს საგოლე გადაცემებს.

დარწმუნებული ვარ, მალე ის გოლების გატანასაც დაიწყებს. წინა ტურში რეალმა ძალიან კარგად ითამაშა და მოგებაც დაიმსახურა", - აცხადებს ნავასი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები