დიეგო სიმეონემ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიეგო სიმეონემ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი დაასახელა


დიეგო სიმეონემ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი დაასახელა

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მსოფლიოში საუკეთესო კლუბი დაასახელა.

"ჩემი აზრით, რეალი მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. მათ ძალიან გრძელი და მრავალფეროვანი შემადგენლობა ჰყავთ.

ვფიქრობ, ამ გუნდს კვლავ შეუძლია ტიტულების მოგება. რაც შეეხება მესის, როცა ის ბარსელონაში თამაშობს, მის პირისპირ თამაში ყოველთვის საშიში იქნება.

გრიზმანი ძალიან მიყვარს. ის განსხვავებული ფეხბურთელია და ამიტომაც ვაფასებ. ანტუანი ატლეტიკოსთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა", - აცხადებს სიმეონე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები