უელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ბეილი არ დასახელდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ბეილი არ დასახელდა


უელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ბეილი არ დასახელდა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC მოულოდნელად ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, მაშინ, როცა ყველა ელოდა, რომ წლის საუკეთესო უელსელი ფეხბურთელის წოდება ბეილს უნდა გადასცემოდა, ასე არ მოხდა.

ბეილის ნაცვლად ეს ჯილდო "რედინგის" მცველს კრის გუნტერს ერგო. მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონლიგაში თამაშობს. 28 წლის გუნტერი კი უკვე შეგვიძლია "რედინგის" ლეგენდად მივიჩნიოთ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" შემტევს უელსის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ 4-ჯერ ჰქონდა მოგებული.

ამჟამად ის უელსის ნაკრებთან ერთადაა და 6 ოქტომბერს თბილისში, საქართველოს ნაკრებთან ითამაშებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები