მამუჩაშვილი ვარჯიშს 5 ოქტომბრიდან დაიწყებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მამუჩაშვილი ვარჯიშს 5 ოქტომბრიდან დაიწყებს


მამუჩაშვილი ვარჯიშს 5 ოქტომბრიდან დაიწყებს

მეოთხე წრის პირველი ტურის მატჩში ქუთაისის ტორპედოსა და საბურთალოს შორის, ერთი უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა _ გუგა ფალავანდიშვილის შორი მანძილიდან ძლიერად დარტყმული ბურთი ვლადიმერ მამუჩაშვილს სახეში მოხვდა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა გონება დაკარგა. საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, ექიმებმა მამუჩაშვილი გონს მოიყვანეს და სავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ მამუჩაშვილს ტვინის შერყევა აქვს, თუმცა მსუბუქ ფორმებში.

_ ტვინის შერყევა მაქვს, თუმცა მსუბუქ ფორმებში. ექიმებმა 5 ოქტომბრამდე ვარჯიში ამიკრძალეს, შემდეგ კი ნელ-ნელა შევუდგები ვარჯიშს... ბურთის მოხვედრის შემდეგ გავითიშე და მოედანზე დავეცი, თუმცა გონებაზე ექიმების დახმარებით სტადიონზევე მოვედი. ღვთის წყალობით გადავრჩი. მადლობა გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მდგომარეობა გულთან მიიტანა, _ ამბობს მამუჩაშვილი.

საბურთალო მადლობას უხდის ქუთაისის ტორპედოს, მის გულშემატკივრებს, ექიმებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ყურადღება გამოიჩინეს ფეხბურთელის მიმართ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები