ლუკაკუ ტრავმირებულია - რომელუ კოჭის მოტეხილობას გადაურჩა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუკაკუ ტრავმირებულია - რომელუ კოჭის მოტეხილობას გადაურჩა


ლუკაკუ ტრავმირებულია - რომელუ კოჭის მოტეხილობას გადაურჩა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ კოჭის მოტეხილობას გადაურჩა, იუწყება ბელგიის ნაკრების თვითერის ოფიციალური გვერდი.

ფეხბურთელმა ტრავმა გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, გართულებებს გადაურჩა.

მთელი სანაკრებო პაუზის განმავლობაში რომელუ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ინდივიდუალურად ივარჯიშებს.

სავარაუდოდ, ლუკაკუ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე დარჩენილ ორივე მატჩს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა "იუნაიტედის" მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და თავი 11 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები