ბელოტი ტრავმის გამო ერთ თვეს იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბელოტი ტრავმის გამო ერთ თვეს იუქმებს


ბელოტი ტრავმის გამო ერთ თვეს იუქმებს

"ტორინოს" თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტი ტრავმის გამო ოთხ კვირას იუქმებს, იუწყება ტურინული გუნდის ოფიციალური საიტი.

იტალიელმა ფორვარდმა მუხლი დაიზიანა.

23 წლის ბომბარდირი იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ვერონასთან" (2:2) გამართულ მატჩში დაშავდა. ფეხბურთელს ოპერაცია არ სჭირდება.

ასე და ამგვარად, ბელოტი იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებში ვერ დაეხმარება, სადაც "სკუადრა აძურა" მაკედონიასა და ალბანეთს დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები