ბაიერნში ტუხელის მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშა დადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნში ტუხელის მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშა დადგა


ბაიერნში ტუხელის მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშა დადგა

"ბაიერნის" ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელის მიწვევის მიზანშეწონილობაში ეჭვი შეეპარა, იუწყება Kicker.

მიუნხენელები დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულ დირექტორს, მიხაელ ცორკს რჩევის მისაღებად დაუკავშირდნენ.

"ბაიერნის" ეჭვები არა პროფესიონალიზმს, არამედ ტუხელის ადამიანურ თვისებებს ეხება. 44 წლის სპეციალისტმა "ბორუსია" გასული სეზონის ბოლოს ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა.

შეგახსენებთ, მიუნხენელებმა გუნდის თავკაცი, კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან (0:3) განადგურების შემდეგ გაათავისუფლეს.

გერმანიის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ჰერტასთან" (2:2) გამართულ შეხვედრაში გუნდს ვილი სანიოლი ხელმძღვანელობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები