ვარანი: "ზიდანი კომფორტის ზონაში დარჩენის უფლებას არ მაძლევს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვარანი: "ზიდანი კომფორტის ზონაში დარჩენის უფლებას არ მაძლევს"


ვარანი:

"რეალის" მცველმა, რაფაელ ვარანმა "რეალის" მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

ფრანგმა აღნიშნა, რომ მწვრთნელი მას კომფორტის ზონაში დარჩენის უფლებას არ აძლევს.

"ზიდანმა ბევრი მომცა. ის ისაა, ვინც კომფორტის ზონაში დარჩენის უფლებას არ მაძლევს. ძალიან გამოცდილია და ეს ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისათვის, რათა რაღაც ახალი გავიგო", - ციტირებს ვარანის სიტყვებს Marca.

"თამაშის ჩემი სტილი მაქვს. ხალხს ჩემი გაკრიტიკება შეუძლია, თუმცა ვცდილობ ძლიერი მხარეები გამოვაჩინო. უკეთესი ვხდები, ეს ნორმალურია", - დასძინა მადრიდელთა უკანახაზელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები