ლას პალმასის ნახევარმცველი: "ესპანეთის ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლას პალმასის ნახევარმცველი: "ესპანეთის ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი"


ლას პალმასის ნახევარმცველი:

"ლას პალმასის" ნახევარმცველმა, ხონათან ვიერამ აღნიშნა, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგისგან ზარს არ ელოდა.

გარდა ამისა, შუახაზელის თქმით, მზადაა მაქსიმალურად დაიხარჯოს.

"ესპანეთის ნაკრებში გამოძახებას არ ველოდი", - ციტირებს ვიერას სიტყვებს AS.

"ძალიან გახარებული ვარ. მაქსიმალურად დახარჯვას ვაპირებ, ასევე თანაგუნდელებისგან სწავლას. ყველაფერი მაშინ ხდება, როცა უნდა მოხდეს. ესპანეთში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია".

"ფურია როხა" 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში 6 ოქტომბერს ალბანეთს, ხოლო 9 ოქტომბერს ისრაელს დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები