ლამპარდი: "ჩელსიში დე ბრუინე ასეთი კარგი არ ყოფილა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლამპარდი: "ჩელსიში დე ბრუინე ასეთი კარგი არ ყოფილა"


ლამპარდი:

"ჩელსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ფრენკ ლამპარდმა ლონდონური კლუბიდან კევინ დე ბრუინეს წასვლის ისტორია გაიხსენა.

მოგეხსენებათ, მოგვიანებით, ბელგიელი "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

"ჩელსისთვის რთული პერიოდი იყო", - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს BT Sport.

"მოურინიოს აზარი, ოსკარი, ვილიანი ჰყავდა, დე ბრუინე კი ისეთი კარგი არ ყოფილა, როგორიც ახლაა. მხოლოდ ახლა შეიძლება იმის გაფიქრება, რომ მისი წასვლა "ჩელსის" შეცდომა იყო".

"მიუხედავად ამისა, სიმართლე ისაა, რომ წასვლის შემდეგ იგი უფრო ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა", - დასძინა ფრენკმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები