ინგლისის ნაკრებში დელფი უინკსმა შეცვალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინგლისის ნაკრებში დელფი უინკსმა შეცვალა


ინგლისის ნაკრებში დელფი უინკსმა შეცვალა
"ტოტენჰემის" ნახევარმცველი, ჰარი უინკსი შესარჩევი მატჩებისთვის ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს.

როგორც ინგლისის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, უინკსი შემადგენლობაში ფაბიან დელფს შეცვლის, რომელმაც ტრავმა მიიღო და კლუბის განკარგულებაში დაბრუნდება.

გარდა ამისა, ნაკრები დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, ფილ ჯონსმაც. მათი დაზიანებების ხასიათზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უინკსისთვის მომავალი შეხვედრები ნაკრების მაისურით სადებიუტო იქნება, რადგან აქამდე იგი ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები