სიმეონემ ტეო ერნანდესი გააკრიტიკა: "კარგია, რომ რეალში გადავიდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიმეონემ ტეო ერნანდესი გააკრიტიკა: "კარგია, რომ რეალში გადავიდა"


სიმეონემ ტეო ერნანდესი გააკრიტიკა:

"ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ გუნდის ფრანგი თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი შეაქო და მისი თანამემამულე, ტეო ერნანდესი გააკრიტიკა, რომელიც ზაფხულში "რეალში" გადავიდა.

19 წლის ფრანგმა გასული სეზონი "ალავესში" იჯარის წესით გაატარა, ივლისში კი 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ "რეალს" შეუერთდა.

"გრიზმანი ძალიან მომწონს, არაჩვეულებრივი ფეხბურთელია", - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Cadena Ser.

"ტეომ სხვა გზა აირჩია. ეს ჩვენთვის კარგია, რადგან კლუბში არ გვინდა ის ადამიანები, რომლებიც მას სულით არ გულშემატკივრობენ", - დასძინა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები