ჰამშიკი მარადონას რეკორდს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამშიკი მარადონას რეკორდს უმიზნებს


ჰამშიკი მარადონას რეკორდს უმიზნებს

"ნაპოლის" ნახევარმცველი, მარეკ ჰამშიკი ნეაპოლურ კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით დიეგო მარადონას რეკორდის დამხობას გეგმავს.

იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში "კალიარისთან" (3:0) გამართულ მატჩში სლოვაკმა 115-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით არგენტინელს დაეწია.

"ნამდვილად მინდა დიეგოს რეკორდის დამხობა", - ციტირებს ჰამშიკის სიტყვებს Daily Mail.

"თუმცა, ვფიქრობ, გუნდის შედეგები უფრო მნიშვნელოვანია. ის, რომ "ნაპოლიმ" 7 მატჩში 7 გამარჯვება მოიპოვა, წარმოუდგენელია".

"სეზონი ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ. ჩემი აქ ყოფნის მანძილზე ყველაზე ძლიერი გუნდი ვართ", - დასძინა მარეკმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები